ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსი 2016 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა
25 აპრილი, 2017, 12:23
ელიტ ელექტრონიქსი 2016 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა

თბილისი (GBC) - "ელიტ ელექტრონიქსი" 2016 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა.

კომპანია ტექნიკის რჩეული მაღაზიათა ქსელი გახდა „ოქროს ბრენდის“ რიგით მე-12 დაჯილდოებაზე, რომელიც Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით ჩატარდა. კომპანია 200-მდე ექსპერტმა შეარჩია.

საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი „ელიტ ელექტრონიქსი“, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით და ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით.

კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.

„ელიტ ელექტრონიქსისთვის“ 2016 წელი წარმატებული იყო როგორც გაყიდვებით, ასევე ინოვაციური პროექტების მრავალფეროვნებით.

„ჩვენი კომპანიის წარმატებას პირველ რიგში განაპირობებს სწორი მენეჯმენტი და მაღალკვალიფიციური კადრები, რადგან სწორედ ეს გუნდი ჰქმნის კომპანიას, ასევე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მომწოდებლებსა და პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც ვქმნით იმ კომფორტს რასაც შემდგომ მომხმარებლებს ვთავაზობთ; ეს არის დახვეწილი ინტერიერი, მაღალკვალიფიციური მომსახურე პერსონალი და რაც მთავარია მსოფლიო წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.“ - აცხადებენ კომპანიაში. „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2017 წელი საინტერესო სიახლეებით დაიწყო და წელს უამრავი ინოვატორული პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები