ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მაშკევიჩის ევრაზიული ბანკი საქართველოში ოპერირებას გეგმავს
24 აპრილი, 2017, 22:42
მაშკევიჩის ევრაზიული ბანკი საქართველოში ოპერირებას გეგმავს

თბილისი (GBC) - ყაზახური "ევრაზიული ბანკის" სამიზნე ბაზრებს შორის საქართველოც გაჩნდა. 

14 აპრილის ბანკის ახალი დირექტორთა საბჭო აირჩიეს, მას პაველ ლოგინოვი უხელმძღვანელებს, რომელმაც ბანკის სამომავლო გეგმებზე უკვე ისაუბრა, აღნიშნა, რომ იგეგმება გაფართოება, ახალი პროდუქტების წარდგენა და კორპორატიულიდან, რაზეც ბანკის პორტფელის ნახევარზე მეტი მოდის,  აქცენტის საცალო ბიზნესზე გადატანა. მენეჯმენტი გეგმავს, რომ 5 წელიწადში საცალო სექტორის წილი 60%-მდე გაზარდოს. 

ლოგინოვი ამბობს, რომ მათ გლობალური მიზანიც აქვთ- ბანკი გახდეს ტრანზაქციული ჰაბი ევრაზიის მთელ ტერიტორიაზე და ყაზახეთისა და რუსეთის გარდა ოპერირება დაიწყოს უზბეკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.  უფრო დეტალურ გეგმებზე ბანკის ტოპ-მენეჯერს არ უსაუბრია.

"ევრაზიული ბანკი" ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. წარმოდგენილია რუსეთის ბაზარზეც. მისი აქტივები 1.77 ტრილიონი ტენგეა, საკრედიტო პორტფელი კი, 734 მილიარდს აღემატება. 

ბანკი ეკუთვნის უმსხვილეს კომპანია Eurasian Resources Group -ს, რომელიც ოპერირებს ბუნებრივი რესურსების მოპოვება-გადამუშავების სექტორში.  ჯგუფის აქციონერები არიან ალექსანდრე მაშკევიჩი, ალიჯან იბრაგიმოვი და პატოხ შოდიევი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები