ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გახარია: კაფეებში შესაძლებელი იქნება  საქართველოში წარმოებული, ხარისხიანი ესპრესოს დაგემოვნება
24 აპრილი, 2017, 14:46
გახარია: კაფეებში შესაძლებელი იქნება  საქართველოში წარმოებული, ხარისხიანი ესპრესოს დაგემოვნება

თბილისი (GBC) -  4.3 მილიონიანი ინვესტიციით საქართველოში ყავის წარმოება დაიწყო.

ბბ კომპანის ახალი საწარმო, რომელიც ყავას ,მონდოს“ ბრენდით უშვებს ოფიციალურად გაიხსნა.

კომპანიამ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობს და ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს.

ყავა „მონდო“-ს წარმოების მთლიანი პროცესი ავტომატიზირებულია, მისი რეცეპტებისა და არომატის მიღებაში  იტალიური ყავის ორი უმსხვილესი  ლაბორატორიაა ჩართული.

,,ამ საწარმოს შექმნაში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,აწარმოე საქართველოში სააგენტოს“ წვლილი გახლავთ მილიონი დოლარის სესხის პროცენტის სუბსიდირება. რეალურად ჩვენ აქ ვხედავთ, რომ შეიქმნა სრულიად ახალი საწარმო, უფრო სწორად გაფართოვდა ბიზნესი, რომელსაც დაემატა ახალი კომპონენტი, ეს გახლავთ ყავის ნულოვანი ეტაპიდან გადამუშავება. კომპანია ყიდულობს ნედლ, დაუმუშავებელ ყავას, იძენს მას ბირჟაზე და მისგან შემდგომ აკეთებს საბოლოო პროდუქტს. შეიქმნა ახალი ბრენდი, ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე აწყობილი წარმოება,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის კაფეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში შესაძლებელი იქნება  საქართველოში წარმოებული, ხარისხიანი ესპრესოს დაგემოვნება.

,,მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მოხდა  დივერსიფიცირება.  კომპანია, რომლის ძირითადი ბიზნესიც გახლდათ ტექნოლოგიების მიწოდება ქსელებისთვის გადავიდა სხვა ბიზნესში და ახლა მზა პროდუქტს აწვდის კომპანიებს,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომპანიის მიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა შპს „ბბ კომპანი“ მომავალში პროდუქციის  ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.  საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიაში 15 ადამიანი დაასაქმა.

,, დღესდღეობით საშუალება გვაქვს, რომ გამოვუშვათ რამოდენიმე დასახელების ყავა. ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილი ვართ ,,მონდოს“ ბრენდით. მიმდინარეობს  გაფართოება უკვე სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ჰორეკას სეგმენტი. ეს საქართველოში პირველი, პროფესიული და კვალიფიციური ესპრესო ტექნოლოგიით ყავის წარმოება, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპულ, იტალიურ ყავებს,-‘’განაცხადა BB Company-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პელანგიამ.

BB Company  ძირითადი საქმიანობა საქართველოში იტალიური ყავის და პროფესიული სამზარეულო/ბარის იმპორტს უკავშირდება. საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით კომპანიამ 2017 წელს ყავის საკუთარი საწარმო გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები