| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბრიტანული ლოგისტიკური კომპანია Murphy Holding -ის შვილობილი საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტის დასაწყებად ემზადება.
კომპანიასთან აფილირებულმა „მერფი ბრიჯმა“ სახელმწიფოსგან, აუქციონზე დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 69 762 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 25 080 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
კომპანია სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის გვერდზე წერს, რომ ორ პროექტს ახორციელებს, ერთია ყაზბეგში, ზემო ლარსის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილების სადგომის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პროექტი და მეორე მერფი ბრიჯ ტერმინალი, სადაც მოქალაქეებს შესთავაზებენ სრულ საბაჟო მომსახურებას, ლაბორატორიებს, სპეციალიზირებულ საწყობებს, სასტუმროს, ავტომობილების სამრეცხაოს და სხვა სერვისებს.
„ დამატებითი ინფრასტრუქტურა ტრაფიკის პროცესის მართვის შესაძლებლობას შექმნის, განიტვირთება გზებზე სატვირთო ავტომობილების ნაკადი, გაიზრდება სატრანზიტო ნაკადი და შემცირდება ტრანზიტული ავტომობილების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა, რაც შესაბამისად გაზრდის ავტომობილების ბრუნვას“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ შარშან, საინვესტიციო პირობით, 49 წლით გადასცა სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ავტოსადგომი შენდება, ამ მიზნით მინიმუმ 2.5 მლნ დოლარის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს.
ჯგუფის სამომავლო გეგმებშია საქართველოს საზღვრებთან ახლოს ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობაში ინვესტირება.
„საქართველოში ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ გვინდა ვაქციოთ ქვეყანა ყველაზე მიმზიდველ სატრანზიტო ტერიტორიად ევროპასა და აზიას შორის“, - ამბობენ კომპანიაში
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss