| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს.
სემინარს უძღვებოდნენ კომპანია BOSCH-ს წარმომადგენელი დიმიტრი ულიანოვი და გრიგორი როზავინი, ხოლო კომპანია MOTUL-ს, სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი.
სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების პერსპექტივები, სიახლეები და გამოწვევები; ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით.
ღონისძიების პროგრამა შემუშავდა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანთან, ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით და მაქსიმალურად მორგებულია დამსწრე აუდიტორიის საჭიროებას.
აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წელს, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss