| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, სავარაუდოდ, ზაფხულში გადახედავს, - ამის შესახებ "ეკონომეტრთან" ინტერვიუში ორგანიზაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ განაცხადა.
ფრანსუა პეშო განმარტავს, რომ შედარებით ფრთხილი პროგნოზი რეგიონულ და გლობალურ რისკებს უკავშირდება. თუმცა, წლის დასაწყისში ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციებია და 4-პროცენტიანი ზრდა, მისი ვარაუდით, წელს მიღწევადია.
"გავეცანით იანვარ-მარტის ეკონომიკურ სტატისტიკას, მოვლენები კარგად ვითარდება. ვნახოთ, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია წლის განმავლობაში. ჩვენი პროგნოზი 2017 წლისთვის 3.5%-ია, თუმცა შემდეგ წლებში მაჩვენებელი მზარდია და ის 5.5%-ს აღწევს. წელს მთავრობამ ბიუჯეტში 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გაითვალისწინა - ჩვენი აზრით ეს მიღწევადი მაჩვენებელია. თუმცა, ჩვენ გავითვალისწინეთ რეგიონული და გლობალური რისკები და გადავწყვიტეთ ფრთხილი პროგნოზის გაკეთება" - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss