| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბიუჯეტის დეფიციტის 4%-ზე დასმისთვის 10 პუნქტიანი გეგმისგან შემუშავებისგან განსხვავებით, ენერგეტიკის ნაწილში სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობას დამატებითი სქემის მომზადება არ სჭირდება.
ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ GBC-ის განუცხადა, რომ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფო გარანტიების შეზღუდვა, მათ შორის, ელექტროენერგიის შესყიდვის პერიოდის 8 თვით შემოსაზღვრა, ფონდის ერთგვარი რჩევაა.
ამ დროისთვის მოქმედი პროექტები ძირითადად 4-6-8 თვიანი პერიოდის დათქმით ხორციელდება, მხოლოდ რამდენიმეა 12 -თვიანი. ენერგეტიკის მინისტრმა ელექტროენერგიის ექსპორტის სტაბილურ 4 თვიან პერიოდზეც აღნიშნა.
ფონდის ანგარიშში ჩანაწერი სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის ფასზეც არის - რეკომენდებულია, არ აღემატებოდეს 6 ცენტს, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ უმეტეს ჰესებთან არსებულ ხელშეკრულებებში ტარიფი 6 ცენტამდეა და მხოლოდ რამდენიმეს სატარიფო სქემაშია 6 ცენტზე მეტი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss