| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ძალიან მნიშვნელოვანია „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საექსპორტო მიმართულებით განვითარება“, - მიიჩნევს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
„დღეს საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბაზრებზე კომერციული ატაშეები ეყოლება საქართველოს და ბანკების აქტივობაც კიდევ უფრო გაიზრდება ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია“ - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ახალი სააგენტოს წარდგენისას.
მისი განცხადებით, პროგრამაში ქართული ბანკების უმრავლესობა არის ჩართული და „თიბისი ბანკიც“ პროექტის არის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სიახლეები, რაზეც დღეს იყო საუბარი პრეზენტაციაზე, მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი ჩართულობა“ - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss