| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველო გამოდის შოკიდან და კარგი დროა იმისთვის, რომ მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, - მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა- მარტინი.
სსფ-ს წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ინვესტიციებზე დადებითი გავლენაც კი ჰქონდეს თურქეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.
„თურქეთის მოვლენებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოზე რადგან არის ალბათობა ინვესტიციები გადმოდინეს საქართველოს მიმართულებით და შესაძლოა ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი, თუმცა მთლიანობაში მაინც რთული სათქმელია რამდენად დადებითი ეფექტი ექნება მას“, - აღნიშნავს მერსედეს ვერა-მარტინი.
მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებაზე ასევე დადებითად აისახება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რაც კარგია, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ თავისი უნარები და გაიღრმავონ ცოდნა.
სსფ ასევე მიესალმება ნებიმიერი მიმართულებით სავაჭრო ინტეგრაციას და მიიჩნევს, რომ ეს გაზრდის მოთხოვნას ქართულ პროდუქტზე და გამოიწვევს ეკონომიკის დივერსიფიცირებას ანუ ეკონომიკის ახალი სექტორების განვითარდებას.
„გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პროფილი. ჩვენ ამას მივესალმებით. გარკვეულ შედეგს უკვე ვხედავთ, მაგალითად, ევროკავშირში რომ საქონელი გავიდეს ისინი მოითხოვენ რომ საქონელი იყოს მათი სტანდარტების შესაბამისი, ანუ მაღალი ხარისხის. ამის გამო ქართულ პროდუქციას უწევს დააკმაყოფილოს ხარისხობრივი მოთხოვნა, ეს ეკონომიკისთვის ძალიან კარგია“, - ამბობს მარტინი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss