| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ირანიდან ინვესტიციების მოზიდვა სურს, - საკითხზე თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმზე მსჯელობენ.
ფორუმში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს, 100-მდე კომპანია მონაწილეობს.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის წარმოება, ტრანზიტი, ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება.
„კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss