| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს სამშაბათს, მეორე მოსმენით განიხილავენ.
ჯანდაცვის კომიტეტში მუხლობრივად განხილვისას სავარაუდოდ, მთავრობის შენიშვნებზეც მოუწევთ მსჯელობა. მთავრობა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისას რადიკალურ შეზღუდვებს არ ეთანხმება, ბიზნესზე წუხს და 17 გვერდიან შენიშვნებში სწორედ მათი ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს კანონმდებლებს.
შენიშვნები რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის ინდუსტრიის წარმომადგენელთა ჯანდაცვის საკითხების განხილვებში ჩართულობას და იმ სპეციალური სავაჭრო ობიექტების ინტერესების გათავალისწინებას, სადაც ძირითადად თამბაქოს და მისი აქსესუარების რეალიზაცია ხდება.
კანონდებლების მიერ შექმნილი პროექტის გარკვეული მუხლები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის „ბუნდოვანი“ და „გაუგებარია“. მიუღებელია სპეციალურ ადგილებში ვიტრინებზე თამბაქოს ხილვადად განთავსების აკრძალვა, მიიჩნევს, რომ შეზღუდვა ასეთ ობიექტებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგანაც ეს ძალიან დააზარალებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ დაახლოებით 10 000 ასეთ ობიექტს და იქ დასაქმებულ 22 000 ადამიანს.
შენიშვნებს შორისაა თამბაქოს ე.წ დრაივ რეალიზაციის აკრძალვაც.
პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო დამტკიცების შემდეგ, 2018 წლის მაისიდან დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss