| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – შემოდგომიდან საქართველოში ყავის კაფსულების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება.
კომპანია „კაფსულოს“ საწარმო მსოფლიო ლიდერი კომპანიების NESPRESSO-ს და STARBUCKS-ის ანოლოგიური დანადგარებით აღიჭურვება და მაღალი ხარისხის, რამდენიმე სახეობის ყავას გამოუშვებს, მათ შორის ყავის კაფსულებს სპეციალური აპარატებისათვის, ასევე მოხალული ყავის მარცვლებს, დაფქულ ყავასა და დაფასოებულ ცივ ყავას ალუმინის ბრენდირებულ ქილებში.
გახსნიდან 2- წლიან გეგმაში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი. პოტენციურ საექსპორტო ბაზრებს შორის აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი სახელდება.
შპს „კაფსულო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ ლარს შეადგენს.
საწარმოს ასაშენებლად უძრავი ქონება „კაფსულოს“ 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადაეცა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss