| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კომპანია „ფელინ გლობალი“ ფოთში, სამკერვალო ქარხანის გახსნისთვის ემზადება.
კომპანია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობს და საწარმოს გახსნისთვის 7.440 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
საწარმოში, სადაც 200 ადგილობრივი დასაქმდება, ქალისა და მამაკაცის ტანისამოსის წარმოება მოხდება.
კომპანია სამომავლოდ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს. კომპანიის დამფუძნებლები თურქი ინვესტორები არიან, რომლებსაც მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან წარმატებით თანამშრომლობენ.
,,ფელინ გლობალის“ საწარმო 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.
კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss