| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს უფლებების ერთიანი რეესტრის წარმოებას იწყებს.
საქართველოს სახელმწიფოს უფლებები, რომელიც საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული, სისტემურად აღრიცხება და ელექტრონული ფორმით საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.
ინიციატივის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავი ქონების მისამართი, მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობის ფართობი, დანიშნულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ. მონაცემები საჯარო რეესტრის ვებ-პროგრამაში აისახება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ამგვარი რეესტრით შესაძლებელი გახდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტის სრულყოფილად განხორციელება.
საზღვარგარეთ მდებარე ქონებაზე საქართველოს სახელმწიფოს უფლებები აქამდე სისტემატიზებული სახით აღრიცხული არ იყო, რაც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, სირთულეს ქმნიდა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის.
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების უძრავი ნივთების აღრიცხვის გარდა, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ლევილის მამული, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ემიგრირებული წევრების შთამომავლებისა და წარმომადგენლების, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ პირებს შორის შეთანხმების შედეგად საქართველოს გადმოეცა და სახელმწიფო ლევილის მამულის კანონიერი მესაკუთრე გახდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss