| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი და თურქეთის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობას აღრმავებენ.
ბელეკში, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 37-ე შეხვედრის ფარგლებში, ბანკებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად აწარმოებენ საქმიან დიალოგს ექსპერტების დონეზე და გააძლიერებენ თანამშრომელთა გაცვლით სამუშაო ვიზიტებს, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ტექნიკური რჩევებით, ტრენინგებით, სემინარებით, ვორქშოფებით, კვლევითი ვიზიტებითა და აქტივობებით ორმხრივად შეთანხმებულ საკითხებსა და სფეროებზე.
შეთანხმების შესაბამისად, მხარეები აპირებენ გაცვალონ ინფორმაცია და შეხედულებები ეკონომიკასა და ფინანსური განვითარების შესახებ ორი ქვეყნის ჭრილში და ასევე ცენტრალური ბანკის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss