| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში გაზის მოხმარება 2,458 მილიარდი კუბ. მეტრი იქნება და 96% აზერბაიჯანული გაზით დაკმაყოფილდება.
ენერგეტიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბალანსიდან ცნობილი ხდება, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან წელს 2.327 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მიღებას ელის, საიდანაც 1.5 მილიარდს სოკარი მოგვაწვდის, 800 მლნ შაჰ-დენიზის გაზია (დამატებითი + ოფციური).
ადგილობრივი მოპოვება მხოლოდ 9,9 მილიონი კუბ. მეტრის ოდენობით არის ნავარაუდევი.
რუსეთიდან წელს 100 მლნ კუბ. მეტრი გაზი გვაქვს მიღებული, ყველაზე მეტი თებერვალში (70 მლნ) და ამ სამი თვის გარდა საქართველო რუსეთიდან გაზის მიღება/შესყიდვას აღარ გეგმავს.
როგორც ცნობილია საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას იღებს. კონკრეტული თანხა ცნობილი არ არის, თუმცა ახალი ხელშეკრულებით რუსეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ტრანზიტის საფასური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ გაატარებს დაკონტრაქტებულ მოცულობას (დაახლოებით 2 მლრდ კუბ. მეტრი) ჩვენს მილსადენში.
გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ საჭიროების შემთხვევაში „გაზპრომი“ ყოველ 1000 კუბ. მეტრ გაზს საქართველოს $215-ის ნაცვლად, 185 დოლარად მოაწვდის, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ადრე თქვა „სოკარზე“ $1-ით ნაკლებ ფასად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss