ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკი რესპუბლიკის  ბარათების თიბისის ბარათებით ჩანაცვლების ვადა 6 მაისს იწურება
ნინო შუბითიძე
10 აპრილი, 2017, 11:27
ბანკი რესპუბლიკის  ბარათების თიბისის ბარათებით ჩანაცვლების ვადა 6 მაისს იწურება

თბილისი (GBC) –  რესპუბლიკას ბარათები თიბისის ბარათებით 6 მაისიდან ჩანაცვლდება,  რაც არსებული პირობების შენარჩუნებას  არ ნიშნავს.

თიბისის ცნობით,  ბანკების  გაერთიანება  6 მაისს სრულდება და რაოდენობიდან გამომდინარე, რიგის თავიდან ასაცილებლად ბანკი თხოვნით მიმართავს კლიენტებს,  რომ მაქსიმალურად დროულად მიმართონ ფილიალებს საკუთარი ბარათების ასაღებად.  

ყველა იმ მომხმარებელს, რომელსაც ჰქონდა რაიმე ტიპის ბარათი „ბანკ რესპუბლიკაში“ უფასოდ დაუმზადდა იგივე ტიპის ბარათი თიბისი ბანკში, რომლის გატანა მათ „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალებიდან შეუძლიათ.

ინფორმაცია ბარათის ადგილმდებარეობის შესახებ კლიენტებს SMS  შეტყობინების სახით ეცნობებათ. იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯერ არ მისვლიათ ასეთი შეტყობინება, შეუძლიათ მიმართონ ორივე ბანკის ქოლცენტრს 2 27 27 27.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაიტანს თუ არა კლიენტი კუთვნილ ბარათს, ყოფილი რესპუბლიკის ბარათის შესაბამისი ანგარიში, მასზე არსებული ნაშთებით, ავტომატურად ინაცვლებს თიბისი ბანკში, რაც ნიშნავს, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ბარათის შესაბამისი ანგარიში არსებობას განაგრძობს თიბისი ბანკში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები