| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია და საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში, - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური - „დარიალი ჰესი" გაიხსნა.
"ეს არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება", - განაცხადა პრემიერმა ჰესის გახსნისას.
აღნიშნა, რომ ჰესის აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს „დარიალენერჯიში" შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით. პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია.
"აუცილებლად მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რამდენად კომპლექსურად მიუდგა მთავრობა ამ მშენებლობას. ეს პროექტი ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია. პროექტის განხორციელების მთელი ციკლის განმავლობაში, სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომლის უმკაცრეს მონიტორინგს ახორციელებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები. სწორედ ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკული დონე და დროულად დაფიქსირდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესები", - აღნიშნა პრემიერმა.
„დარიალი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ელექტრო-მექანიკური და მანქანა-დანადგარები. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss