| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო გადაზიდვებისას ქართველი საავტომობილო გადამზიდავების დაუცველობაზე სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოს დერეფანი ღიაა უცხოელი გადამზიდავებისთვის, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე ქართველები დისკრიმინაციულ მიდგომებს აწყდებიან.
„იმ პირობებში, როცა ქართველ გადამზიდავს, მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე, უხდება არაადექვატური (გაზრდილი გადასახადები, მათ შორის არაოფიციალური, გართულებული საბაჟო პროცედურები და ა.შ) გადასახადების გადახდა და ამასთან მეზობელი ქვეყნების გადამზიდავები არ იხდიან საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ გადასახადებს - სახეზეა, დისკრიმინაციული მიდგომები, ქართველი გადამზიდავის მიმართ" - აღნიშნავენ დარგის ექსპერტები, ამბობენ, რომ ძალაუნებურად ხდება ქართველების გამოდევნა საერთაშორისო ბაზრიდან.
მაგალითად იხმობენ საქართველო - ირანს შორის საავტომობილო გადაზიდვებს. აღნიშნავენ, რომ საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავი კომპანიებისთვის კუთვნილი ცარიელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის ირანის საზღვრის გადასაკვეთად საჭიროა:
შესვლა და დატვირთვა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ლიცენზირებული საექსპედიტორო კომპანიის ნებართვითა და გარანტიით.
გარანტია ირანელი საექსპედიტორო რომ სატრანსპორტო საშუალება დროულად დაბრუნდება.
საწვავის ღირებულების სხვაობის გადახდა მანძილისა და სხვა გარემოებების შესაბამისად.
ამ დროს არცერთი ანალოგიური პროცედურის გავლა არ არის აუცილებელი ირანელი გადამზიდავისთვის, რომ შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე და განახორციელოს გადაზიდვა.
გამოსავალს ორგანიზაციაში საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკის შეცვლაში ხედავენ. -
„გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან ხისტი პოზიციის გატარებაა, თუნდაც, ირანის მიმართ, ერთჯერადი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვა. ამასთან, ირანი არ წარმოადგენს გამონაკლისს, ანალოგიური მდგომარეობაა, უკრაინის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის მიმართულებებით”- აღნიშნავენ ცენტრში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss