| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებში მონაწილეებს საერთაშორისო კომპანიების აუდიტორული დასკვნების წარდგენა მოუწევთ.
ახალი მოთხოვნა 2017 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გამოცხადებულ იმ ტენდერებს შეეხება, რომელთა სავარაუდო ღირებულება 1 მლნ ლარს აღემატება.
„როგორც საქართველოში რეგისტრირებული რეზიდენტი, ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა იქნება ბოლო 1 წლის საქმიანობის აუდიტის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა შესრულებული უნდა იყოს საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების პირველ ათეულში მყოფი (Deloitte; PWC; E&Y; KPMG; BDO; RSM; Grant Thornton; Baker Tilly International; Growe Horvath International; Nexia.) ერთ-ერთი კომპანიის მიერ“, - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოთხოვნა წესდება ქართული სამშენებლო კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდის და მათი ფინანსური მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss