| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრმა „თიბისი ბანკის“ უმსხვილეს საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმდინარეობასა და მის ფარგლებში განსახორციელებელ რეფორმებზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმა ბიზნესის განვითარებაზე და ადამიანური რესურსების პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზეა მიმართული.
ინვესტორებთან საუბარი შეეხო მოგების გადასახადის რეფორმას, ასევე ყურადღება გამახვილდა საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებაზე, კერძო-საჯარო თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე, სახელმწიფო ინვესტიციებისა და ფინანსების მართვის რეფორმებზე და სხვ.
ფინანსთა მინისტრი მიიჩნევს რომ ყველა ამ სტრუქტურული რეფორმის განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ბიზნესისადმი მეგობრული გარემოს მქონე ქვეყნის მიმზიდველობას.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ, მათ შორის, საფინანსო, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სხვა კუთხით. მათ ასევე პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და აღნიშნეს, რომ საქართველოს საქმიანი გარემო დამატებითი ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss