| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თემურ ჭყონიამ ლუდის ბაზარზე დაანონსებულ „ატომურ აფეთქებამდე“ 3-დან 1 საიდუმლო გახსნა.
ბიზნესმენის ინფორმაციით, საქართველოში ცნობილი ბრენდი Hollandia მოიხარშება, „არგოს“ ქარხანაში. უძველესი გერმანული ტრადიციებით დამზადებული ლუდი ნიდერლანდებში (Lieshout) იწარმოება, ცნობილი Bavaria N.V ლიცენზიით, ცნობილი ოჯახის უძველესი რეცეპტით.
Hollandia -ის გარდა ჯგუფი ლუდის კიდევ 2 ლიცენზირებული ბრენდის შემოყვანაზე მუშაობს გერმანიიდან და ჩეხეთიდან. ამ თვეში უკვე სამივე ბრენდი გაცხადდება, შესაბამის პრეზენტაციაზე.
სს“არგო“ ყოფილი „კასტელია“, რომლის 50% -იანი წილის მფლობელია „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, 35% ეკუთვნის ვასილ სულხანიშვილს 35%, "ზედაზენის" ყოფილ დირექტორს, თემურ ჭყონიას „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კი, 15% აქვს.
სტრუქტურულ გადახალისებასთან ერთად, დაგეგმილია წარმოების გაფართოება. გაფართოების და საბრუნავი საშუალებების გაზრდისთვის $8,5 მლნ დოლარი დასჭირდება.
შეგახსენებთ, „კასტელ საქართველო” ბაზარზეა 1998 წლიდან, ფრანგ მწარმოებელს ქარხანაში $ 37 მილიონი აქვს დაბანდებული.
კომპანია ალკოჰოლიანის გარდა უალკოჰოლო სასმელებსაც აწარმოებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss