ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი: საქართველოს სამთო ტურიზმიდან $300 მილიონის მიღების შესაძლებლობა აქვს
5 აპრილი, 2017, 13:50
პრემიერი: საქართველოს სამთო ტურიზმიდან $300 მილიონის მიღების შესაძლებლობა აქვს

თბილისი (GBC) - საქართველოს სამთო ტურიზმიდან 300 მილიონი დოლარის შემოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვს და ამისათვის მთავრობა აქტიურ სამუშაოებს ატარებს, - სამთო ტურიზმის მნიშვნელობასა და მიმდინარე პროექტებზე პრემიერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის 65% მთაგორიანი და მთავრობა   აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა.

„საქართველოს მთავრობამ თავი მოუყარა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს და მიმართა ისინი ჩვენი მთის კურორტების განვითარებისკენ, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ჩათვლით. ჩვენ გავხსენით ორი ახალი სათხილამურო კურორტი - გოდერძი და თეთნულდი და შევქმენით ინვესტირებისთვის ხელსაყრელი გარემო, რისთვისაც უზრუნველვყავით გამარტივებული  პროცედურები, დაბალი გადასახადები და სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმი", - განაცხადა პრემიერმა და საჯარო-კერძო პარტნიორობით  დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზეც  ისაუბრა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა კურორტის გენერალური გეგმის შემუშავების შესახებაც და  აღნიშნა, რომ კანადური კომპანია Ecosign Mountain Planners -ის მიერ უკვე მომზადებულია გუდაური-კობის გენერალური გეგმა; ხოლო კიდევ ოთხი კურორტის - ბაკურიანის, თუშეთის, მესტისა და ბახმაროს გენერალური გეგმები ამჟამად მუშავდება.

კვირიკაშვილმა გაწეული სამუშაოდან უკვე მიღებულ დივიდენდებზეც აღნიშნა.

„ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო  შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ამ მიზნით, ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ გამართული მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად და ყველა პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები