| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 6-9 აპრილს ანტალია ჯანდაცვის, სპორტისა და ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო კოინგრესს Hestourex-ს მასპინძლობს.
Hestourex-ზე საქართველოს წარმოადგენს ტურისტული კომპანია Wonderland-ის შვილობილი BE FREE, რომელიც იმავდროულად საქართველოში Turkish Healtcare Travel Council-ს წარმოადგენს.
BE FREE სამედიცინო ტურიზმის მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ქართველი პაციენტებისათვის საზღვარგარეთ შესაბამისი ექიმებისა და კლინიკების მოძიებაზე ზრუნავს.
კონგრესის მიზანია ერთად მოუყაროს თავი მსოფლიო მედიცინისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და მათ დარგში მიღწეული წარმატებები და შესაძლებლობები გააცნოს.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია B2B Hosted Buyers, რომელშიც 50 ქვეყნიდან 2000 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სამედიცინო ტურიზმი თანდათან უფრო პოპულარული ხდება. თავის მხრივ კი მის მზარდ პოპულარობაზე მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა: ინდუსტრიულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ფასების ასტრონომიული ზრდა, საერთაშორისო მოგზაურობის გაადვილება და გაიაფება, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გაუმჯობესებული ტექნოლოგია და მომსახურების სტანდარტები.
სამედიცინო ტურისტები ძირითადად განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნებიდან არიან და ქვეყნები, სადაც ისინი მიემგზავრებიან ნაკლებად განვითარებულია.
გამაჯანსაღებელი ტურიზმის პოპულარობამ განაპირობა მთელი რიგი სერვისისა და ეკონომიკის დარგების განვითარება, რომელიც ეხმარება პაციენტებს ამგვარი მოგზაურობის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ეს კომპანიები პარტნიორობენ გარკვეულ საავადმყოფოებთან ან კლინიკებთან, რაც მათ საშუალებას აძლევს გაცილებით ნაკლებ ფასში მოემსახურონ მომხმარებლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss