ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავით ასლანიშვილი: ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა საქართველოს დიდი ხანია, აღარ ჰქონდა
5 აპრილი, 2017, 12:52
დავით ასლანიშვილი: ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა საქართველოს დიდი ხანია, აღარ ჰქონდა

თბილისი (GBC) – ეკონომისტი დავით ასლანიშვილი მთავრობას საბიუჯეტი დისციპლინას უწონებს.

„ასეთი საბიუჯეტო დისციპლინა საქართველოს დიდი ხანია, აღარ ჰქონდა“,- წერს ასლანიშვილი Facebook-ში თავის გვერდზე, აღნიშნავს, რომ „2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ფისკალური პოლიტიკა გაჯანსაღების გზაზეა“. 

ეკონომისტს  ფინანსთა სამინისტროს  მონაცემი მოჰყავს, რომლის თანახმადაც იანვარ-მარტის განმავლობაში სახაზინო ანგარიშზე ნაშთი გაზრდილია 704 მლნ ლარიდან 929 მლნ ლარამდე.

„ეს კი მიღწეულ იქნა საგადასახადო შემოსავლების გეგმის სანიმუშო შესრულებით და ზოგიერთ პოზიციაში გადაჭარბებით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი ზომიერი და ბიუჯეტში გაწერილ პარამეტრს არ სცილდება.“, - აღნიშნავს ასლანიშვილი.

ეკონომისტი წერს, რომ დეფიციტური ხარჯვა  მინიმალურ დონეზეა და  „არ არის იმის საშიშროება, რომ დაგეგმილ 4%–იან ზღვარს წლის ბოლომდე გასცდება. მთავრობამ აქციზური გადასახადის მიზანმიმართული (და არა საყოველთაო) გაზრდით დროულად შეავსო მოსალოდნელი დანაკარგები შემოსავლების ნაწილში, ხოლო ინფლაციის ეფექტი არის ერთჯერადი.“

„ასე რომ, მთავრობამ მიაგნო ოპტიმალურ შუალედს ეკონომიკურ პოლიტიკაში სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრად ყოვლისმომცველ განვითარებას შორის, განსაკუთრებით მანამდე წარმოებულ დაუსრულებელი ნეოლიბერალური ექსპერიმენტების ფონზე,“ - ნათქვამია ასლანიშვილის პოსტში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები