| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –მთავრობა „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკონტრაქტდა, სათხილამურო სკოლების აღჭურვაზე ფედერაცია და მისი სპონსორი ერთად იზრუნებენ.
ჯგუფის დამფუძნებლის გიორგი რამიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტის 4 სპორტსკოლა აშენდება- სვანეთში, აჭარაში, ბაკურიანსა და გუდაურში. მთავრობის მზადყოფნას რამიშვილი უპრეცედენტოდ აფასებს, აღნიშნა, რომ წინა პეროდში აღნიშნული ინიციატივის გატანაზე ჯგუფის არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
„ვცდილობთ მომავლში საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვოს, ბევრი შეჯიბრებები გვჭირდება ცნობადობის გაზრდისთვის, ამას ჩამოყვება VIP ტურისტი. აქ უნდა გაიზარდონ არა მხოლოდ სპორტსმენები, არამედ მომავალი გიდები, სამთოპატრულები და მწრთნელები“, - სკოლების აშენებას მთავრობა კისრულობს, ფედერაცია სკოლებს ინსტრუქტაჟს ჩაუტარებს, მწვრთნელების კვალიფიკაციაზე, ტექნიკურ ნაწილზე, რისი საშუალებაც "სილქ როუდის" სასპონსორო პაკეტშია.
გიორგი რამიშვილის ინფორმაციით, ფედერაციის დაფინანსებისთვის წლიურად საშუალოდ, 300 000 ლარი გამოიყოფა.
როგორც ცნობილია ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასა უკვე პროექტდება, მთავრობის პარტნიორია ABEST-ი, რაც 790 000 ₾ ჯდება.
მთის კურორტების განვითარების პროექტის კონტრაქტორი რამდენიმე მსხვილი კომპანიაა, მათ შორის „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, რომლის პარტნიორია მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული კომპანია „დეზ ალპი ’’
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss