| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეწარმეობის განვითარების სააგენტო აშშ-ში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციას აგრძელებს.
სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 6 – 9 აპრილს ქართული დელაგაციის წევრები უკვე მეორედ მიიღებენ მონაწილეობას AFCI Locations Show-ში, სადაც წარდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნების კინოინდუსტრიის ხელშეწყობის მექანიზმები და შესაძლებლობები.
AFCI locations show-ზე ქართული სტენდის ქვეშ გაიმართება მნიშვნელოვანი შეხვედრები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან სპეციალურად აღნიშნული შოუსთვის ჩამოსული ლოკაციების მენეჯერებთან. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ შეხვედრები საქართველოთი უცხოური კინოპროდიუსერების დაინტერესებას განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, აღნიშნულ ღონისძიებაში ორი ქართული საპროდიუსერო კომპანია Betterfly და POLare FILM მიიღებენ მონაწილეობას.
2017 წლის აპრილის თვის მონაცემებით პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 5 პროექტი განხორციელდა და საქართველოში ჯამში 7 305 065 მილიონი ლარი დაიხარჯა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss