ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Georgian Airways-ი ბარსელონას მიმართულებით ფრენას იწყებს
4 აპრილი, 2017, 16:07
Georgian Airways-ი ბარსელონას მიმართულებით ფრენას იწყებს

თბილისი (GBC) -  Georgian Airways-ი  (აირზენა) ფრენების გეოგრაფიას ზრდის. 

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე, 5 ივლისიდან,  ქართული ავიაკომპანია ბარსელონას მიმართულებით იწყებს ფრენას. 

Georgian Airways-ის დირექტორი გივი დავითაშვილი ამბობს, რომ რეისები ჩარტერულია. კვირაში 1 სიხშირით შესრულდება, დამკვეთი კი, ქართული ტურისტული კომპანიაა. 

"როგორც ჩანს მოთხოვნა ამ მიმართულებით არსებობს და ამან განაპირობა ჩარტერის დანიშვნა", - ამბობს დავითაშვილი. ის ბილეთის ღირებულებას არ ასახელებს, ამბობს, რომ ეს დამკვეთის პრეროგატივაა. 

ყოველკვირეული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

ზაფხულის სეზონი Georgian Airways-სთვის დატვირთულია. კომპანია რამდენიმე მიმართულებას ამატებს, მათ შორის პრაღას და ლონდონს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები