| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ენერგო–პრო ჯორჯია“ საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალობაზე აცხადებს.
კომპანია, რომელიც რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, 2016 წლის მონაცემებით უმსხვილეს დამსაქმებელთა შორისაა. სააქციო საზოგადოების ქოლგის ქვეშ არსებულ კომპანიებში 5400 თანამშრომელია.
„სამუშაო ადგილები იქმნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ კომპანიის მთელი მომსახურების არეალის მასშტაბით საქართველოს რეგიონებში. კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს ყველა მსურველს, ვინც დააკმაყოფილებს გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს და წარმატებით ჩააბარებს ტესტირებას. კონკურსი არის გამჭვირვალე და კანდიდატების შერჩევა ხდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით“, - აცხადებს მენეჯმენტი.
აღნიშნავენ, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები, რომლთა საფუძველზე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ სტაჟირება ან საწარმოო პრაქტიკები მათთვის საინტერესო დარგში, პროფესიონალი მენტორების მეთვალყურეობით.
კომპანია პერსონალის კარიერული განვითარების ეფექტურ და ეფექტიან სტრატეგიაზეც მიუთითებს და აცხადებეს, რომ ეს უზრუნველყოფს ქვედა რგოლის თანამდებობებზე მომუშავე, წარმატებული პერსონალის სწრაფ პოზიციურ დაწინაურებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss