ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის გაყვანა 5 მილიონი ლარი დაჯდება
4 აპრილი, 2017, 10:50
ქუთაისის აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის გაყვანა 5 მილიონი ლარი დაჯდება

თბილისი (GBC)- “საქართველოს რკინიგზა”  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყებად ემზადება. დროის ათვლა უკვე დაწყებულია და ზუსტად ერთ წელიწადში ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება.

„პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 5 მლნ ლარია, თანხას თავად კომპანია გაიღებს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რის შემდეგაც სამუშაოების შემსრულებლის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება“, - განუცხადა GBC-ის „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ.

პროექტი 3 კილომეტრიანი გამჭოლი სარკინიგზო ხაზის და სადგურის აშენებას ითვალისწინებს, სადაც დასავლეთისკენ მიმავალი და პირიქით მარშრუტზე მოძრავი ყველა მატარებელი გაჩერდება.

„ეს არის მომავლის პროექტი. უნდა აღინიშნოს რომ იდეა კარგად არის შესწავლილი და პროექტირების დაწყებას წინ უსწრებდა ჩვენი გერმანელი პარტნიორების საექსპერტო სამუშაოები, მინდა ყველას მივულოცო ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება“, - აცხადებს დაჩი ცაგურია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები