ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სადგური ბათუმი-ცენტრალი საქართველოში პირველი მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით  აღიჭურვა
4 აპრილი, 2017, 10:32
სადგური ბათუმი-ცენტრალი საქართველოში პირველი მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით  აღიჭურვა

თბილისი (GBC) – „საქართველოს რკინიგზამ“  სადგური ბათუმი-ცენტრალი ევროსტანდარტების შესაბამისი, საქართველოში პირველი თანამედროვე ტიპის მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით (მპც) აღჭურვა.

კომპანიის ცნობით, მიკროპროცესორული ცენტრალიზაცია (მპც) სარელეო-ელექტრული ცენტრალიზაციის (სცბ) ფუნქციონალური თანამედროვე ანალოგია.

მიკროპროცესორულ ცენტრალიზაციას მრავალი უპირატესობა აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიმედოობის მაღალი დონეა, აგრეთვე, ერთი სამუშაო ადგილიდან ერთდროულად რამდენიმე სადგურისა და გადასარბენის მართვის შესაძლებლობა და მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის მაღალი დონე.

მენეჯმენტის ცნობით, სადგურის მორიგისთვის ადვილად ასათვისებელი და მარტივად სამართავია. მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის შედეგად, სადგურის განვითარების (ლიანდაგის დამატება) შემთხვევაში, მარტივად ვითარდება არსებული მოქმედი აპარატურა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის სამგზავრო სადგური თავისი სალიანდაგო განვითარებით არ მიეკუთვნება დიდი სადგურების რიცხვს (სადგურში 12 საისრე გადამყვანია), საჭირო გახდა მასშტაბური სამუშაოების ჩატარებაც. ბათუმი ცენტრალში, პირველად საქართველოში, დაყენდა 22 შუქნიშანი შუქდიოდური ნათებით და დამონტაჟდა 32 გადამწოდი. გაუმჯობესდა სადგურის მორიგისა და სცბ-ს ელექტრომექანიკოსის სამუშაო პირობები”- აცხადებენ კომპანიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სადგურში მპც-ს სისტემის გარდა, საქართველოში პირველად დაინერგა სარელსო წრედების ალტერნატიული სისტემაც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები