| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გალარების პროგრამის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი მომხმარებელს სესხის ადგილობრივ ვალუტაში აღებას ურჩევს.
სებ-მა ლარის და უცხოური ვალუტის სესხების პირობების შედარებისთვის ვებგვერდზე კალკულატორი განათავსა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეადაროს სესხის მომსახურების ხარჯები სხვადასხვა შეთხვევაში. კალკულატორი ითვალისწინებს სავალუტო რისკსა და უცხოური ვალუტის სესხის მომსახურების დამატებით ხარჯებსაც.
"კიდევ ერთხელ შევახსენებთ მომხმარებლებს, რომ ლარით დენომინირებული სესხი უზრუნველყოფს სესხის მომსახურების ხარჯების გაცილებით მეტ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას, ვიდრე უცხოური ვალუტის სესხი. ასევე, შევახსენებთ რომ სესხის გალარებისას წინასწარ დაფარვის საკომისიო გაუქმებულია", - აცხადებს ქვეყნის მთავარი ბანკი.
კალკულატორით სარგებლობა მომხმარებლებს შეუძლია: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss