| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სავალუტო ბაზარზე მაღალი აქტივობა ნარჩუნდება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში აშშ დოლარის მიმართ ოფიციალური
გაცვლითი კურსი 2.7061-დან 2.5837-მდე შეიცვალა, ანუ გამყარდა 4.5 პროცენტით.
თებერვლის თვეში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 63 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16 პროცენტით მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 57.3 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბიმისი თვის მონაცემზე.
თებერვალში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია მცირედით გაიზარდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 55 პროცენტი (წინა
თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 51 პროცენტს შეადგენდა) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 41 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის.
დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 54 პროცენტი (წინა თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 52 პროცენტს
შეადგენდა) უჭირავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss