ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
მხატვრული ხედვა ფინანსური გათვლებით
31 მარტი, 2017, 19:30
მხატვრული ხედვა ფინანსური გათვლებით

თბილისი (GBC) – ბანკიდან Artroom-ში წარმატებული ბიზნესტარტი, თამარ ჯანიაშვილის გაფერადებული ინტერიერი, „შიშით“ სერვირებული ისპანახი და ფიროსმანის გაკრეჭილი „სააღდგომო კარავი“ პასკასა და ფუჟერს შორის.
ბანკირმა ( ყოფილი ბანკირი ხომ არ არსებობს) „ქალების ნარატივს“ (TV პირველი) თავის ბიზნესპროექტზე მოუყვა.

ხატვა პიცაზე,  ესკიზი შარფზე და  სამხატვრო  სივრცე მოყვარულებისთვის,  მოლბერტით და პალიტრით,  - TJArtroom-ი  ახალი კაფეა თბილისში,  ხელოვნების  დიდი დოზით  გაჟღენთილი და შემეცნებითი დატვირთვით.

17-წლიანი საბანკო საქმიანობიდან აღებული 1-კვირიან ტაიმ-აუტში დაბადებული იდეა და 9 თვეში გენერირებულ ერთ დიდ,  ფერად  სავანედ გადაიქცა.

თამარ ჯანიაშვილი 1-კვირიანი საპილოტე გაშვების შემდეგ ბიზნესწარმატებას ფერებით ხსნის, რომლის დანაკლისი იგრძნო თავის ქვეყანაში და გაფერადება მოუნდა.

Artroom-ის მისი მე-6 პერსონალური გამოფენით  გაიხსნა და სტუმრებს ალეგორიული კერძებით ხვდება. როგორც თავად განაცხადა პირველ სართულზე ალეგორიული  კაფეა და  კერძის მირთმევამდე  სტუმარი ერთგვარ ესთეთიკურ სიამოვნებას იღებს. 

მხატვრული ხედვა ფინანსური გათვლების უნარით, ასე ხსნიან კოლეგები მის Art წარმატებას.

მისი გუნდი 7 წევრისგან შედგება, როგორც  თამარი ამბობს იმ კატეგორიის ადამიანებით, ვისაც მასავით    კრიატივი აწუხებს.

Artroom-ში სტუმარი  კერძის  მოტანამდე (10-30 წთ)  მისი ისტორიის კითხვით იქცევს თავს, რომელიც სახალისოა, რადგან  ყველა კერძის  სახელწოდება, ცნობილი მხატვრის სახელს ან ტილოს უკავშირდება.

მომხმარებელს  შერჩეულ ნახატს  შარფზე გადაუტანენ და  ორიგინალური ქისით მიაწვდიან. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები