| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) ევროპული სკოლის კურსდამთავრებულებს სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას დაუფინანსებს.
მხარეებს შორის შესაბამისი მემორანდუმი 31 მარტს გაფორმდა, ევროპული სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისოდ აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე წარმატებით ჩაირიცხებიან GIG-ი 4 წლიან სრულ დაფინანსებას გამოუყოფს.
,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი აღნიშნავს, რომ ჯგუფი სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს იმ ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას, რომელთაც ექნებათ სურვილი ცოდნას დაეუფლონ საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებებით, ასევე, კომპანიას მიაჩნია, რომ ქვეყნის ინდუსტრალიზაცია და ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელი იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე.
2017 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში.
„მემორანდუმის მიზანია, ამერიკული საბაკალავრო პროგრამები ხელმისაწვდომი გავხადოთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის საქართველოში. გვიხარია, რომ კერძო სექტორი დაინტერესდა და მონაწილეობს ახალი თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში,“- განაცხადა მემორანდუმის გაფორმებისას დოქტორმა უოლშმა.
აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნივერსიტეტი საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss