ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ცეზარ  ჩოჩელი: ასეთი მაღალი საბანკო პროცენტებით შეუძლებელია  საწარმოების ფეხზე დაყენება
31 მარტი, 2017, 13:31
ცეზარ  ჩოჩელი: ასეთი მაღალი საბანკო პროცენტებით შეუძლებელია  საწარმოების ფეხზე დაყენება

თბილისი (GBC) - ასეთი მაღალი საბანკო პროცენტებით შეუძლებელია  საწარმოების ფეხზე დაყენება- ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ძვირ ფინანსურ რესურსზე ჩივის.

მიიჩნევს, რომ ძვირადღირებული ფინანსური რესურსი აფერხებს ბიზნესს და არაერთი პროექტის განხორციელებას.

 „შეჩერებულია კერამიკის წარმოების, ასევე კონცენტრანტებისა და ეთერზეთების წარმოების პროექტები. ვეძებთ ინვესტორს. იგივე პრობლემაა, ძალიან მაღალია საბანკო პროცენტები, რომელსაც წარმოება ვერ გაუძლებს.  საწყის ეტაპზევე ასეთი  ტვირთი რომ დააწვეს, შეუძლებელი იქნება ამ საწარმოების ფეხზე დაყენება“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა „ბიზნესკონტაქტში“ სტუმრობისას.

ამბობს, რომ პროექტების დასაწყებად ელის შესაფერის დროს და ასევე ინვესტორს, რომელიც ფულის ჩადებით დაინტერესდება.

მანამდე კი, ჩოჩელი სენაკში ცემენტის ქარხნის პროექტის განახლებას და ხილის ჩამბარებელი პუნქტის  გახსნას აანონსებს.

ამბობს, რომ ცემენტის ქარხნის პროექტი შეიცვალა,  4 პარტნიორიდან ერთ-ერთმა პირობები ვერ დააკმაყოფილა და მის ნაცვლად ახალი პარტნიორი შევა საწარმოში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები