| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსი მილიარდერი იური შეფლერი, რომლის ქონება Forbes-ს 1.69 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული, შოტლანდიაში, ყველაზე ძვირადღირებული სამონადირეო მამულის მფლობელი გახდა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება არ დასახელებულა, ცნობილია, რომ Tulchan-ის გასაყიდი ფასი 25 მლნ ფუნტი სტერლინგი იყო.
ალკოჰოლური კომპანია SPI Group -ის თანადამფუძნებელის ახალი მამული 8.5 ათას ჰექტარს მოიცავს და ნაციონალური პარკის Cairngorm მიმდებარედ არის განთავსებული.
რითეილერები აცხადებდნენ, რომ ეს იყო "იდეალური ადგილი ნადირობის მოყვარულებისთვის".
ტერიტორიაზე შესაძლებელია თევზაობაც, ტყის ქათმებსა და როჭოებზე ნადირობა. არის განთავსებული ფერმებიც.
მამული ადრე შოტლანდიელ არისტოკრატებს ეკუთვნოდა, შემდეგ ის ერთ-ერთმა ფინანსურმა ინსტიტუტმა იყიდა. მამულში სტუმრად ნამყოფია არაერთი მეფე - ედუარდ VII, გეორგ V და გეორგ VI, ასევე აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი, ბელგიის მეფე და სხვა ცნობილი პირები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss