| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული 3 წლიანი დავა მოქალაქე გ.ქ.-ს და სახელმწიფოს შორის მოქალაქის გამარჯვებით დასრულდა. მესაკუთრის ინტერესებს სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, ოლიკო შერმადინი იცავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარე 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება აუდიტის შეფასებით მილიონ ნახევარი ლარია, მოქალაქე გ.ქ.-ს საკუთრებაში დაუბრუნდა.
მოქალაქე გ. ქ. - მ და 17-მა მოიჯარემ აღნიშნული ნაკვეთი 2006 წელს სახელმწიფოსგან აუქციონის წესით შეიძინეს და ყველა წესის დაცვით საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს, თუმცა, 2010 წელს, ეს ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრიდა და მასზე ნაგავსაყრელი მოეწყო.
3 წლიანი დავის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი მოქ. გ.ქ.-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციისა და თანმდევი გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრს დაევალა გ.ქ.-ის განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელება.
გ.ქ. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აპირებს სახელმწიფოსაგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss