ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GIG ევროპული სკოლის კურსდამთავრებულებს სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას დაუფინანსებს
31 მარტი, 2017, 11:02
GIG  ევროპული სკოლის კურსდამთავრებულებს სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას დაუფინანსებს

თბილისი (GBC) - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG) თანამშრომლობას იწყებს.

შეთანხმების ფარგლებში, GIG გამოყოფს ოთხწლიან სრულ დაფინანსებას ევროპული სკოლის კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისოდ აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე წარმატებით ჩაირიცხებიან.
  
„მემორანდუმის მიზანია, ამერიკული საბაკალავრო პროგრამები ხელმისაწვდომი გავხადოთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის საქართველოში. გვიხარია, რომ კერძო სექტორი დაინტერესდა და მონაწილეობს ახალი თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში,“- განაცხადა დოქტორმა უოლშმა.
 
თავის მხრივ დავით ბეჟუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი   სოციალურ პასუხისმგებლობად აღიქვამს იმ ნიჭიერი სტუდენტების მხარდაჭერას, რომელთაც ექნებათ სურვილი ცოდნას დაეუფლონ საინჟინრო და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებებით, ასევე, კომპანიას მიაჩნია, რომ ქვეყნის ინდუსტრალიზაცია და ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელი იქნება ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე.
 
2017 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში.  
 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები