ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა დევნილ მოსახლეობას ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება
31 მარტი, 2017, 10:56
მთავრობა დევნილ მოსახლეობას ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება

თბილისი (GBC) - მთავრობის სხდომაზე დღეს მინისტრთა კაბინეტი  დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას განიხილავს, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერის, პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების პროგრამებს ითვალისწინებს.

პრემიერ–მინისტრის განმარტებით, პროგრამა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება და იგი შესაძლებლობას მისცემს დევნილებს სახელმწიფოს დახმარებით, ერთი მხრივ, მიიღონ პროფესიული განათლება, მეორე მხრივ კი, სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ან გასაფართოებლად, მიიღონ გრანტები.

„პროგრამა იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება მიკრო და  მცირე მეწარმეობის მიმართულებით. ასევე, მათ მიეცემათ საშუალება, მიიღონ პროფესიული განათლება და დასაქმდნენ.  ჩვენ დევნილებს ვეხმარებით არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართით, მათ ასევე  ვეხმარებით საარსებო წყაროების მიღებაში და ხელს ვუმართავთ, რათა წამოიწყონ მცირე მეწარმეობა, გადამზადნენ და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. ძალიან კარგი პროგრამაა და მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ სოზარ სუბარს ნაყოფიერი მუშაობისთვის,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა მტავრობის სხდომაზე.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები