ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრემიერი:დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წელი გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული
31 მარტი, 2017, 10:22
პრემიერი:დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წელი გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული

თბილისი (GBC) - 4 პუნქტიანი გეგმა თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

„2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდამ 5.2 პროცენტი, თებერვალში კი - 4,4 პროცენტი შეადგინა. ორი თვის ჯამური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის 4.8 პროცენტიანი რეალური ზრდა, რაც ძალიან მისასალმებელია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ეს გამოწვეულია კონკრეტული მიმართულებებით და ძალიან კარგი დინამიკით. ესაა, საწარმოთა ბრუნვა; ექსპორტია მნიშვნელოვნად გაზრდილი, ტურისტების რაოდენობაა მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ფულადი გზავნილების რაოდენობაცაა მნიშვნელოვნად გაზრდილი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა არის დიდწილად გამოწვეული იმითაც, რომ საქართველოს სამეზობლოში ასევე პოზიტიური დინამიკაა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წელი გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული. ეს ასევე ადასტურებს, რომ 4-პუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით, მუშაობს და წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და გვაქვს პრაქტიკულად „მწვანე შუქი“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გეგმები, რომლებიც გამოვაცხადეთ, არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით მის ცხოვრებაში გატარებას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები