ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
საქართველოს რკინიგზამ გადამუშავებისთვის ელექტრონული ნარჩენების შეგროვება დაიწყო
30 მარტი, 2017, 16:40
საქართველოს რკინიგზამ გადამუშავებისთვის ელექტრონული ნარჩენების შეგროვება დაიწყო

თბილისი (GBC) -  საქართველოს რკინიგზამ“ ე.წ "ელექტრონული ნარჩენების" შეგროვება დაიწყო.

ამ მიზნით, კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში სპეციალური ყუთები დაიდგა.

რკინიგზა პირველი კომპანიაა საქართველოში რომელიც ორგანიზაცია Enviroserve  მიერ მოწყობილ აქციაში- „ერთად ვებრძოლოთ ელექტრონულ ნარჩენებს!“ ჩაერთო.

Enviroserve  არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება ელექტრონული მოწყობილობების გადამუშავების კუთხით. კომპანიის სათაო ოფისი და გადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს დუბაიში, მათი საქართველოში საქმიანობა დამოწმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

ცნობისათვის: E-Waste ანუ „ელექტრონული ნარჩენებს“ განეკუთვნებიან ისეთი სახის ნარჩენები, რომლებიც შეიძლება გადაიყაროს, მაგალითად, ძველი მობილური ტელეფონები, ელექტრო საოფისე მოწყობილობა, კომპიუტერები და ელექტროობასთან დაკავშირებული დეტალები, როგორიცაა: საპარსები, კბილის ელექტროჯაგრისები, მელნის კარტრიჯები და ა.შ.

ელექტრონული ნარჩენები საშიშია, ვინაიდან შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა: ვერცხლის წყალი, ტყვია, ბერილიუმი და კადმიუმი, რომლებიც  კანცეროგენულობით ხასიათდებიან და იწვევს თავის ტვინისა და თირკმლის დაზიანებას (განსაკუთრებით ბავშვებში).

GreenPeace ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრონული ნარჩენები წარმოადგენს მუნიციპალური მყარი ნარჩენების 5%.

E-Waste შესაგროვებელი ყუთები განთავსებულია სს „საქართველოს რკინიგზის“  ოფისის შესასვლელში და რკინიგზის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ გამოუსადეგარი ელექტრონული ნარჩენები მასში ნებისმიერ დროს ჩაყარონ.

სს „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ ერთ პროექტში მონაწილეობს: პროექტი „ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს“ ითვალისწინებს სხვადასხვა დაწესებულებებში ე.წ. „მწვანე ყუთების“ დადგმას, რომელშიც ორგანიზაციის თანამშრომლები მაკულატურას განათავსებენ.

კომპანიაში ყოველდღიურად ნარჩენი ქაღალდის დიდი რაოდენობა გროვდება, რომელიც, ნაგვის ყუთებში ჩაყრის ნაცვლად, შეიძლება მეორადად გადამუშავდეს ახალი პროდუქციის წარმოებისთვის. შეგროვებული ნარჩენი ქაღალდი გადასამუშავებლად გადაეცემა გაზეთ „კვირის პალიტრის“ პროექტს „გაცვალე მაკულატურა ლიტერატურაზე!“. ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ, სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე, ქაღალდის წონის შესაბამისად,  ქულები – ე.წ. „ნერგები“ ირიცხება.  ბარათზე დარიცხულ ქულებს  სს „საქართველოს რკინიგზა“  „პალიტრა მედიის“ ახალ წიგნებში ცვლის, რომელიც  მატარებელში განთავსებულ ბიბლიოთეკებში დარიგდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები