| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი უცხოელებზე სასოფლო მიწების მიყიდვის აკრძალვის ინიციატივას რისკის შემცველს უწოდებს და არსებული რეალობის გათვალისწინებით კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაჩენას არ ემხრობა.
გიორგი გახარია ყველას კიდევ ერთხელ ახენებს, რომ ეკონომიკის ზრდის და განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ენერგია პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებია.
"ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და ენერგია არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ამ ჭრილში დღეს, მსგავსი ჩანაწერის ამოღება არ იქნება სწორი და იქნება რისკის შემცველი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აღნიშნავს, რომ "მთავარი ამოცანაა მიწა იყოს ეკონომიკური ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ".
ეს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე ბიზნესმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათთვის გადასახადების გაზრდის ან შემოღების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ჩანაწერის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss