| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თბილისის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს და მათ მიერ მარჯანიშვილის მოედანზე უკანონო საქმიანობის გაგრძელების ფაქტს ეხმაურება.
მერის მოადგილე ამბობს, რომ გარევაჭრობის ყველა უკანონო ქმედებას რეაგირება მოჰყვება.
“თბილისის მერია, უფლებამოსილების ფარგლებში, აღკვეთს თბილისის ქუჩებში მიმდინარე უნებართვო გარევაჭრობას და თემით სპეკულირება ვერ გახდება აღნიშნულის ხელშეშლის, ან შეჩერების საფუძველი.
ამასთან, შეგახსენებთ, დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.
გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მან კონკრეტული პირები თემით სპეკულირებაში დაადანაშაულა.
ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით მათ მოქალაქეებმაც არაერთხელ მიმართეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss