ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
TI: გადაწყვეტილება ფილიპ მორისისთვის 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს
30 მარტი, 2017, 13:55
TI: გადაწყვეტილება ფილიპ მორისისთვის 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს

თბილისი (GBC) -  „თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ „ფილიპ მორისისთვის” 93 მლნ ლარამდე დაკისრება კითხვებს ბადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-სთვის.

ორგანიზაციამ დავა შეისწავლა და განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში  მოყვანილი არასაკმარისი არგუმენტაცია, დავის დაჩქარებული  წესითა და შესაძლო პროცედურული დარღვევებით განხილვა წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვებს საქმის ობიექტურ განხილვასთან დაკავშირებით და ამყარებს ეჭვებს სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებელს და იმპორტიორს, სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღებით ცალსახად ზიანდება საინვესტიციო გარემო და ქვეყნის იმიჯი.

როგორც იცით, დავა „თბილისის თამბაქომ“ დაიწყო. კომპანია აცხადებს, რომ   2013 წლის 1 სექტემბრიდან, შპს „ფილიპ მორის საქართველომ“ დაიწყო სიგარეტი BOND STREET-ის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია, რის შედეგადაც  სს „თბილისის თამბაქოს” გაყიდვები განსაკუთრებულად შემცირდა და ამით კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

„ფილიპ მორის საქართველოს” პოზიციით კი, მათი ბრენდის სიგარეტების საცალო გასაყიდი ფასები სადავო პერიოდში უმრავლეს შემთხვევებში იყო მაღალი, ვიდრე სს „თბილისის თამბაქოს“ წარმოებული სიგარეტებისა. ხოლო, გაყიდვების შემცირება, მათი მოსაზრებით, უკავშირდება მენეჯმენტის, მარკეტინგული პრობლემის, პროდუქციის ხარისხის და სხვა ფაქტორებს.

მოსამართლემ „ფილიპ მორისი”  ბაზარზე კონკურენტების გაძევების მიზნით  დემპინგური ფასებით ვაჭრობაში დაადანაშაულა, რის გამოც   სს „თბილისის თამბაქოს” მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, კომპანია „ფილიპ მორისს” რომც დაერღვია საქართველოს კანონმდებლობა,  10 თებერვლის გადაწყვეტილებით,  „თბილისის თამბაქოსმიეკუთვნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე რეალური ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. განსაკუთრებით დასაბუთებას მოკლებულია, შემდგომი 10 წლის განმავლობაში სს „თბილისის თამბაქოსთვის” სავარაუდოდ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად „ფილიპ მორისისთვის”  43 მილიონამდე თანხის დაკისრება  და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებით დამატებით 15 მილიონი ლარის გადახდის დავალება. საერთო ჯამში, სამართლოს მიერ დაკისრებულმა თანხამ 90 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როდესაც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რეალურად „თბილისის თამბაქოსათვის” მიყენებული ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო  8 571 954 ლარი და 8 571 954 ლარის წლიურ 10%, ანუ მოგება და მიუღებელი შემოსავალი.  

შეფასების სრულად ნახვა შესაძლებელია: http://www.transparency.ge/blog/sasamartlos-gadatsqvetileba-kompania-philip-morrisistvis-93-milionamde-laris-dakisrebasta-kitkhvebs-badebs

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები