ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ტერაბანკი საკუთრების უფლების დაცვას ითხოვს
29 მარტი, 2017, 15:05
ტერაბანკი საკუთრების უფლების დაცვას ითხოვს

თბილისი (GBC) –  გაჭიანურებული სასამართლო დავები როგორ აისახება  ქვეყნის  რეპუტაციაზე, საინვესტიციო კლიმატზე, ბიზნეს სუბიექტზე, ეს საკითხები და მათ შორის „ტერაბანკის“  მესაკუთრესთან დავა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით მოწყობილ მრგვალის მაგიდის გარშემო განიხილეს, - რაზეც „ტერაბანკი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„2015 წელს ბანკმა დაისაკუთრა პრობლემური სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონება, რომელიც ყოფილმა მესაკუთრემ ვალდებულების დასაფარად ნებაყოფლობით, კანონის სრული დაცვით გადასცა ბანკს. ბანკი გეგმავდა ქონების რეალიზებას, თუმცა კლიენტმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქონების გასხვისების აკრძალვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნულ აქტივებს დაედოთ შეზღუდვა და ბანკს აეკრძალა მათი რეალიზაცია. სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაშია უკვე თითქმის ერთი წელია, ხოლო საქმის არსებითი განხილვა ჯერაც არ დაწყებულა. შედეგად ბანკი ვერ ახორციელებს ქონების რეალიზაციას და ყოველდღიურად მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი ადგება. ამ ზარალის ანაზღაურებისთვის ბანკმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსალოდნელი ზიანის მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფა, რაზეც უარი მიიღო.

ბანკმა არაერთხელ შესთავაზა ყოფილ კლიენტს, თავად გამოესყიდა ქონება, თუმცა საქმის ასეთი ფორმით გადაწყვეტა მოსარჩელის ინტერესებში არ შედის და ცდილობს მაქსიმალურად გააჭიანუროს დრო.

ტერაბანკის მფლობელია არაბული საინვესტიციო ჯგუფი. მისი ერთ-ერთი უმსხვილი დამფუძნებელია შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანი, რომელმაც საქართველოში უკვე განახორციელა 250 მლნ. დოლარზე მეტის ინვესტიცია. გარდა ბანკისა, იგი ფლობს სასტუმრო „ბილტმორს“ და მომავალში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, ბუნებრივია, ინვესტორების შემდგომ გადაწყვეტილებებს განაპირობებს ის ფაქტი თუ რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ცალკეულ სასამართლო დავაზე მათი კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის შესაძლებლობა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო ხელს შეუწყობს დავის მაქსიმალურად სწრაფად დასრულებას და საქართველოში ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება".

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები