| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – თემურ ჭყონია საქართველოში ლუდის ბაზარზე ორი ცნობილი ბრენდის შემოყვანაზე აცხადებს.
ლუდის მწარმოებელ "კასტელში" მინორიტარად დარჩენილი ცნობილი ბიზნესმენი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჰოლანდიურ და გერმანულ კომპანიებთან მიმდინარეობს და პირველ მათგანთან უკვე დასრულების სტადიაშია.
„ცოტა ხნით ინტრიგა უნდა არსებობდეს, ძალიან ცოტა დარჩა და მალე გახდება ცნობილი“, - ამბობს თემურ ჭყონია GBC-სთან საუბრისას.
„ჰოლანდიურ კომპანიაში მითხრეს, რომ ხელშეკრულებას ვაფორმებთ, მაგრამ ის მეორე იქნება ატომური ბომბი, ისეთი ცნობილი ბრენდია. ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ გეტყვით, რომ მხოლოდ გერმანიაში აწარმოებს პროდუქციას მთელი მსოფლიოსთვის და მეორე ქვეყანა, სადაც ლუდს გამოუშვებს საქართველო იქნება, ახლა გამოიცანით...“, - აცხადებს ჭყონია.
ბიზნესმენი „კასტელში“ წილის გაყიდვასაც ეხმაურება და აჟიოტაჟის არ ესმის.
„ხანდახან ძალიან ტრაგიკულად იღებენ ჩვენი ბიზნესმენები კი არა, ხალხი, როდესაც ვინმე რაღაცას ყიდის ან თმობს, ეს გაჭირვების თემა კი არა, წარმატებისკენ წინსვლაა - მარათონია ბიზნესი“, - აღნიშნავს ჭყონია.
ამბობს, რომ „არგო/ კასტელი“ იქნება ძალიან მაგარი ლუდის ქარხანა, რომელიც ძალიან ხარისხიან ლუდს გამოუშვებს და ბაზარზე ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ბაზრის მოთამაშეებს.
„სამწუხაროდ საქართველოში ხანდახან გგონიათ ,რომ 100% უნდა იყოს მისი და მაშინ იქნება მაგარი, არ არის ეს სწორი, პროდუქცია უნდა იყოს მაგარი. როდესაც დაიწყო ლუდის ბაზარზე ახალი კონკურენტის გამოჩენა და გაიზარდა კონკურენცია, ჩვენ დავიწყეთ იმ ბრენდებთან ურთიერთობა, რომელსაც შეუძლია კონკურენცია პროდუქციას შორის. ჩვენ ხომ ბოქსიორები არ ვართ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც უშვებენ პროდუქციას, აქედან გამომდინარე ჩვენ ისეთი პროდუქცია უნდა შევთავაზოთ მომხმარებელს, რომელიც მას მოეწონება. მე ვიყავი „კასტელის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი, ის ეტაპი მორჩა, ეხლა დაიწყება მეორე ეტაპი ეს არის ბიზნესის, ჩვეულებრივი, თანამედროვე , ევროპაში ხომ შევედით უვიზოთ, ეს არის ევროპაში, მსოფლიოში ცნობილი ფორმულები”, - აცხადებს ჭყონია.
როგორც იცით, „კასტელის“ მფლობელი გახდა სს „არგო“ , სადაც მაჟორიტარი აქციონერია “მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss