| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკში ფინანსური განათლების ეროვნულ სტრატეგიაზე იმსჯელეს.
სებ-მა სტრატეგია 2016 წელს შეიმუშავა, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჩარჩოს მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ის ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერას ემსახურება.
ამავე სტრატეგიის ფარგლებში სებ-ის ინიციატივით, ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაინტერესოებული მხარეები სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ფინანსური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, და რომლის პირველი სხდომაც ეროვნულ ბანკში ოთხშაბათს გაიმართა.
კომიტეტი პასუხისმგებელია შეიმუშაოს მიდგომები და რეკომენდაციები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარება-დანერგვასთან და საქართველოში ფინანსური განათლების მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით.
კომიტეტის წევრებმა პირველ სხდომაზე უახლესი პერიოდის ძირითადი ამოცანები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ფინანსური განათლებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას შორის არსებულ ურთიერთკავშირს. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების დონესა და ფინანსური განათლების კუთხით ეროვნულ სასწავლო გეგმებში დაგეგმილ ცვლილებებზე; ამასთან, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს არაფორმალური ფინანსური განათლების, უნივერსიტეტების როლის, რეგიონებსა და სამუშაო ადგილებზე ფინანსური განათლების ამაღლების საკითხებზე. დღესვე კომიტეტის წევრებმა ფინანსური განათლების სტანდარტების შემუშავებაზეც იმსჯელეს და კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგია დაგეგმეს. კომიტეტის ფარგლებში ხაზი გაესვა დაინტერესებული მხარეების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას.
კომიტეტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ხელმძღვანელობს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss