| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო უწყებებს მობილურ სატელეფონო მომსახურებას კვლავ "მაგთიკომი" და "ჯეოსელი" გაუწევს.
ორივე კომპანია ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარჯვებულია. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით მათთან ხელშეკრულება 10 აპრილამდე გაფორმდება.
მათი აბონენტთა საორიენტაციო რაოდენობაა 260 000-ია.
როგორც იცით, ეს განმეორებითი ტენდერია. პირველ ტენდერში მხოლოდ "მობიტელმა" (ბილაინი) შეიტანა განაცხადი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტენდერით მოთხოვნილ ყველა პირობას აკმაყოფილებდა და გამარჯვებულადაც უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა შემდეგ დისკვალიფიცირდა და ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა.
მოგვიანებით მომსახურების შესყიდვის ტენდერის პირობები ისე დაკორექტირდა, რომ „ბილაინმა“ მონაწილეობა ვეღარ მიიღო.
"ბილაინმა" ბაზარზე არსებულ დუოპოლიაზე არაერთხელ მიუთითა, რასაც არ იზიარებს მაგალითად "ჯეოსელი", რომლის დირექტორმა კონკურენტს მედიიდან მოუწოდა დაფარვის ზონა გაზარდოს და მას "შემდეგ შეეძლება სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss