ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება
28 მარტი, 2017, 18:40
19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება

თბილისი (GBC) - 19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი იწყება. 

თბილისის მოდის კვირეულის 2017 წლის სეზონზე დაგეგმილია ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერების ჩვენებები, რომლებსაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების კოლექციებისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტრადიციულად, აქტიურად ეხმარება ქართველ დიზაინერებს და ქართულ მოდას ორი მიმართულებით: ერთი, ეს არის ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება. ჩვენი მეშვეობით არაერთი წამყვანი საერთაშორისო გამოცემა ეწვევა საქართველოს და აქტიურად გაშუქდება როგორც ქართველი დიზაინერები, ასევე საქართველო, თბილისი და სხვადასხვა კულტურული მიმართულებები. მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერების კომერციალიზაცია და მათი ნიჭის ბიზნესში გადატანა მოხდეს“ - განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს არაერთი საერთაშორისო მყიდველი ეწვევა და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში მოხდება ორმხრივი შეხვედრები, კოლექციების გაცნობა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართველი დიზაინერების პროდუქციის ექსპორტზე გატანას, ცნობადობის ამაღლებას და შესაბამისად, შემოსავლების ზრდას.

თბილისის მოდის კვირეული საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების, თბილისის მერიის, „მეიდან ჯგუფისა“ და TBILISI MALL-ის ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები